logo
ENG



ალექსეი გონჩარენკო გაბუნიას საქმეს გამოეხმაურა: პუტინი - ეს არის სიკვდილი

16 ივნ 202017:19
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობისთვის რუსეთის მოქალაქის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა უკრაინელი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო. რადას წევრმა ვიდეო მიმართვა ჩაწერა, სადაც ის მადლობას უხდის უკრაინელ ძალოვნებს ქართველი კოლეგებისთვის ინფორმაციის მიწოდებისთვის 

„თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც რამზან კადიროვის დაკვეთით აპირებდა ქართველი ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მკვლელობას. ინფორმაცია საქართველოს ძალოვან უწყებებს უკრაინელმა ძალოვანებმა მიაწოდეს. ყოჩაღ მეგობრებო.

როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეს ჟურნალისტის მიმართ, ეს ცივილიზებულ სამყაროში სხვანაირად წყდება. პუტინი - ეს არის სიკვდილი.

ჩვენ კი გაბუნიაზე მეტად ვძულვართ. ჩვენ არამხოლოდ რამე ვთქვით მასზე, არამედ შეურაცხყოფა მივაყენეთ. ამიტომ ჩვენი და ჩვენი ქვეყნის განადგურება სურს, რომ აღარავის ვახსოვდეთ. საჭიროა ომი მტერთან და აგრესორთან და არა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყანას იცავენ“, - განაცხდა ალექსეი გონჩარენკომ.

შეგახსენებთ, „ფორმულას“ ინფორმაციით, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში სავარაუდოდ, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "ფორმულას" ინფორმაციას ადასტურებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქე ვ.ბ. შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.



close დახურვა